ტაისონ ფიური ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა

AutoSharing Option
WBC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ბრიტანელი ტაისონ ფიური, Forbes-ის ვერსიით, 2020 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა. სპორტსმენების საერთო რეიტინგში კი მე-11 ადგილზე განთავსდა.

31 წლის ფიურიმ 2019-20 წლების პერიოდში 57 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი - 48 მილიონი ევროთი, მესამესა და მეოთხეზე - მძიმეწონოსანი მოკრივეები, WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და ამერიკელი დეონტეი უაილდერი 47 და 46.5 მილიონებით განთავსდნენ.

29 წლის მექსიკელმა საულ ალვარესმა 37 მილიონი გამოიმუშავა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული