ერთ საღამოს ტაისონმა ჯორდანის ცემა გადაწყვიტა - მაიკლი მაიკს ძლივს გადაურჩა...

AutoSharing Option
მაიკ ტაისონის ცხოვრებაში არაორდინარული ამბები ისევე მრავლად გვხვდება, როგორც რწყილები ქუჩის ძაღლის ბეწვზე და თითოეული მათგანი ერთმანეთზე უფრო ეფექტურია.

მოკრივე რეგულარულად ხდებოდა სხვადასხვა სკანდალის ცენტრში, რომელთა გახსენებაც დიდად არ უყვარს. თუმცა მისი ნაცნობები და ის ადამიანები, რომლებიც მაიკის მოქმედებათა მომსწრეები გახდნენ, ენაწყლიანად ჰყვებიან მათ შესახებ.

1988 წელს მაიკი და მაიკლი აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე წვეულებაზე, რომელიც MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელ რიჩარდ დენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი პრომოუტერი დონ კინგი და ტაისონის მენეჯერი რორი ჰოლოუეი, რომელმაც გაასაჯაროვა
კიდეც ეს ისტორია.

80-იანი წლების ბოლოს ტაისონი კრივის ოლიმპოს მწვერვალზე აღმოჩნდა. მას მუდმივად ეხვია გარს ფანები, დიდება და ფული. მაიკი უფრო და უფრო ცოტა დროს ატარებდა სახლში და უფრო ხშირად იყო ღამის კლუბებში მეგობრებთან და გოგონებთან ერთად. ამის შედეგად მისი ქორწინება რობინ გივენსთან ძალას კარგავდა და ნელ-ნელა მიდიოდა ძვირად ღირებული გაყრისკენ.

მაიკმა იცოდა, რომ მის მეუღლეს ადრე რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა "ჩოკაგო ბულზის" ვარსკვლავთან, რომელიც იმ საღამოს მასთან ერთად იყო დარბაზში. ეს აზრები მოკრივეს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. საჭირო ოდენობის კოქტეილის დალევის შემდეგ ტაისონმა კალათბურთელთან საქმის გარჩევა გადაწყვიტა.

"მაიკი თავისი საყვარელი "ლონგ აილენდის" ჭიქით იჯდა, მაგრამ ნასვამს თავის გაკონტროლება არასდროს შეეძლო. ბარმენს ვთხოვე, ნაკლები ალკოჰოლი მიეცა მისთვის, რადგან მესმოდა, როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი", - განაცხადა რორი ჰოლოუეიმ.

როგორც აღმოჩნდა, მენეჯერის ნაბიჯი დაგვიანებული იყო და მაიკს იმდენი სასმლის დალევა მოესწრო, რომ უკვე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.

"ამ დროის განმავლობაში ტაისონი ჯორდანს მისჩერებოდა, რომელიც მისგან 1 მაგიდის მოშორებით იჯდა. მოულოდნელად კი უთხრა: "ჰეი, ბიჭო, გგონია, დებილი ვარ? გგონია, არ ვიცი, რომ ჩემს ცოლთან ერთად იყავი?"

მოკრივის ამ სიტყვების შემდეგ კალათბურთელის სახე შეიცვალა:

"ჯორდანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს უცებ ძალიან დიდი საფრთხე იგრძნო", - ამბობს რორი.

შეკრებილმა სტუმრებმა მალე გააცნობიერეს, რამეს თუ არ იღონებდნენ, ყველაფერი არეულობით დასრულდებოდა:

"დონ კინგმა თემის შეცვლა სცადა. მე და ჯონი მაიკს ძლივს ვიჭერდით, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, რომ ჯორდანს თავ-პირს დაუმტვრევდა".

კიდევ ერთი მომსწრეს მიხედვით, ჯორდანს არ სურდა ტაისონთან კონფლიქტში შესვლა. ის ხედავდა, რომ მოკრივე დათვრა და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.

"ჯორდანი ასეთ უთანხმოებაში არავისთან ჩაებმებოდა. ის მაგარი ბიჭია. ესმის, რომ ალკოჰოლი დედამიწაზე ყველაზე სულელური რამ არის. როცა სვამ, ყველაფერს ამბობ, რაც ენაზე მოგადგება. სწორედ ეს დაემართა იმ საღამოს მაიკს".

მომზადებულია zen-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეგენდარული მოკრივეა მაიკი, მაგრამ ჯორდანთან მისი შედარება მკრეხელობაა. მსგავსი შრომისმოყვარე სპორტსმენი ერთი გადარეული რონალდო ვიცი. მაიკლი ვარჯიშის შემდეგ რამოდენიმე ბურთის მომწოდებელთან ერთად რჩებოდა და ერთი საათის განმავლობაში სროლებში ვარჯიშობდა.ბევრჯერ 39 ზე მაღალი სიცხით უთამაშია და გადამწყვეტი ბრძOლები აქვს ამ მდგომარეობასი მოგებული. ჩხუბით ტაისონს ჩემი მტერი ეჩხუბოს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არც ისე ადვილად საცემი პიროვნება იყოს მაიკლი. აი ლებრონმა კი შეიძლება ცემოს კიდეც. კიდევ ერთი ავადმყოფი.
emigranti
02:20 05-06-2020
1
გაგრძელება იქნება?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული