1930-იანებში ცირკის დათვი მოკრივის წინააღმდეგ გაუშვეს რინგზე; დათვს ვერ გაეგო, რა ხდებოდა, ბოლოს კი მოკრივე დაანოკაუტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უცნაური და ზოგჯერ გიჟური ამბები ხდება რინგზე. ზოგისთვის ადამიანების ჩხუბიც მიუღებელია, მაგრამ ცხოველისა და ადამიანის ბრძოლა საერთოდ ყოველგვარ საზღვარს სცდება. თუმცა ასეთი ორთაბრძოლების გამართვას უნდა ვუმადლოდეთ განსაკუთრებულ ისტორიებს. ერთ-ერთ მათგანს კი ჩვენ მოგიყვებით.

დაზუსტებით არავინ იცის, ვინ დაიწყო ცხოველების გამოყენება კრივში, თუმცა შეგვიძლია დავეყრდნოთ ერთ ფაქტს: ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ბობ ფიცსიმონსმა თავის ვარჯიშებში დათვები ჩართო, მოგვიანებით კი - ლომებიც. ის ადასტურებდა, რომ მსგავსი "სპარინგი" ეხმარებოდა შიშის დაძლევასა და რეფლექსების განვითარებაში.

1877 წელს აქტიურად დაიწყეს ადამიანისა და ცხოველის რინგზე დაპირისპირება. მალე სანახაობის
არაჰუმანური სახეობა ამერიკაში გადაიტანეს, სადაც არნახულად პოპულარული გახდა.

საცირკო დათვები ნიუ-იორკის არენებზე სისხლიან ორთაბრძოლებს მართავდნენ. ერთ-ერთ ასეთ შოუს New York Times-ის ჟურნალისტი დაესწრო, რომელიც არ დარჩა კმაყოფილი და თქვა: "დათვს ვერ გაეგო, მისგან რა უნდოდათ".

რამდენიმე ფატალური შემთხვევის შემდეგ დათვებს კლანჭებს აჭრიდნენ, უკეთებდნენ ალიკაპს და თათებზე ხელთათმანებს აცმევდნენ. 1937 წელს პროფესიონალმა მოკრივემ გადაწყვიტა ასეთი დათვის დამარცხება. მან პირველი რაუნდი კარგად ჩაატარა და ერთ-ერთ ეპიზოდში ცხოველი დაანოკდაუნა. მეორე რაუნდში დათვი მიხვდა, რომ მის პირისპირ მყოფი ადამიანი კი არ ეთამაშებოდა, არამედ ხელჩართულად ებრძოდა. განრისხებულმა ოთხფეხამ მოწინააღმდეგე დაანოკაუტა და ბრძოლაში გაიმარჯვა კიდეც.

ბოლო ორთაბრძოლა დათვსა და ადამიანებს შორის 1995 წელს ოჰაიოში გაიმართა, იმის შემდეგ კი აიკრძალა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყალი დათვი
Marvel
14:14 07-12-2021
0
სადაა ვიდეო
givi
17:01 25-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული