ოფიციალურად: კანელო და გოლოვკინი მესამედ იბრძოლებენ

AutoSharing Option
WBA-ს ჩემპიონი საშუალო წონაში მექსიკელი საულ "კანელო" ალვარესი ამავე წონის IBF-ისა და IBO-ს ჩემპიონს ყაზახ გენადი გოლოვკინს მესამედ 2021 წელს შეხვდება. 

აღნიშნული შეხვედრის ჩატარება 2020 წელსაც იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ბრძოლამ ორგანიზაოტრებს მხოლოდ ბილეთების რეალიზებიდან 27 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, მათ დაპირისპირება ერთი წლით გადაწიეს, რათა გულშემატკივრის დასწრება შესაძლებელი იყოს. 

კანელოს ჰონორარი 45 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო გენადი 30 მილიონს მიიღებს. 

შეგახსენებთ, მოკრივეების პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეში მსაჯებმა კანელოს სადაო გამარჯვება მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Au es zalian kargia rom aris mesame. Pirvelis fre ki chemi azrit ariyo samartliani gadacyvetileba
Milani
19:02 23-07-2020
0

სიახლეები პოპულარული