მეივეზერის დაცვამ ვარჯიშზე მებრძოლი გამოიწვია და 8 წამში სასტიკად დანოკაუტდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფლოიდ მეივეზერის დარბაზში ნამდვილი სიგიჟეები ხდებოდა. სპარინგები არა ვარჯიშები, არამედ "პიტბულ-ბრძოლის" ტიპის იყო, სადაც ერთმანეთს უმოწყალოდ ანადგურებდნენ ხოლმე. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა პროფესიონალი მებრძოლი მეივეზერის დარბაზში მოუყვანიათ სასპარინგოდ და იქაურ სპარინგ-პარტნიორებს სასტიკად უცემიათ.

ზოგი მწვრთნელი ადგილობრივ მებრძოლებს "სპარტანელებსაც" ეძახის, რამდენადაც ისინი მრისხანე და მტკიცე ვარჯიშებს ატარებენ. შესაბამისად, მზად არიან, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიხარჯონ.

ხშირად თავად ფლოიდიც ატარებდა მსგავს "ბრძოლებს". ერთხელ მან მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის, ჰასიმის უმცროსი შვილი ადგილობრივ მებრძოლს აცემინა, შემდეგ უმცროსმა რაჰმანმა თავის უფროს ძმასა და დედას დაუძახა.
ჰასიმის უფროსმა ბიჭმა ძმის გამო შური იძია და დაძაბულ "სპარინგში" დედის და ძმის გულშემატკივრობის ფონზე გაიმარჯვა.

თუმცა დღევანდელი ვიდეო სხვა შემთხვევას ეხება. ერთხელ მეივეზერის მცველმა სანაძლეო დადო მოკრივესთან, რომ მასთან შედარებით პატარა მებრძოლს მოუგებდა. ფლოიდმა ისარგებლა სიტუაციით და მცველი და ადგილობრივი მოკრივე დაუფიქრებლად შეახვედრა. დანარჩენს კი უკვე ვიდეოში ნახავთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მტრისას და ავისას! ჯვარი აქანა, ყორისფელი კაი!
aburjga
14:43 30-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული