ლოგანი - მაკგრეგორის წინააღმდეგ? ცნობილი ინფლუენსერები UFC-ის ვარსკვლავს იწვევენ

AutoSharing Option
იუთუბერ ლოგან პოლს სურს, რომ კრივის კარიერა განაგრძოს. ამჯერად ამერიკელმა ახალგაზრდამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. პოლი (ძმა) გასულ თვეს კრივის ლეგენდას, ფლოიდ მეივეზერს შეერკინა, ეს უკანასკნელი კი ორთაბრძოლის ფრედ დასრულების შემდეგ ძალიან გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება ფლოიდის ნოკაუტით დასრულდა, ძმების გუნდს კი სჯერა, რომ ისინი ირლანდიელი მებრძოლის დამარცხებას შეძლებენ.

UFC-ის ვარსკვლავი ამჟამად დასტინ პორიესთან გასამართ მესამე დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული. იუთუბერი ძმები ასევე ფლოიდს რემატჩისკენ მოუწოდებენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული