42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს, რაც სპორტსმენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე.

გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

რაღა დაგიმალოთ და, უკეთეს პირობებში, რაც
კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული, ირბინე ენის წაგდებამდე, არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რა ვიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება,  რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია.

ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის, მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს, ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით, თქვენი ავთანდილ ხურციძე." - დაწერა სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, ხურციძე 2017 წელს დააპატიმრეს და 2018 წელს ამერიკულმა სასამართლომ რეკეტში მონაწილეობის მიღებასა და კრიმინალურ სინდიკატთან კავშირის გამო 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად "ჩაქუჩა" 42 წლისაა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ თავისუფლებას-უკვე ზრდასრული პიროვნებაა თავის საქმე თვითონ იცის...
სენაკელი
28 აპრილი 2023 22:09
0
ეს თავის ცოლთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა, დაუმეგობდნენ ქართველ გოგოს, მოტყუებით ფული ისესხეს მისგან, ისარგებლეს მისი სიალალით და შემდეგ გაუჩინარდნენ... მშრომელი ადამიანის ნაშრომს ასე ვინც დაეპატრონება...
Inga maisuradze
23 იანვარი 2023 02:11
2
წარმატებები ავთოს...
ვახო...
06 სექტემბერი 2021 22:50
5
ამის უდანაშაულიბის არ მჯერა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან შენი მოქალაქის ესე დაკიდება არის ძალიან ცუდი. 5 წელი კიდე საკმარისია და კარგია, რომ უშვებენ.
ლაშა
06 სექტემბერი 2021 22:01
11
ჰალკის წარმატებაზე რატომ არ წერთ??!!
06 სექტემბერი 2021 21:40
1
იმედია თავის ცოდვებს მოინანიებს ალალად. პირადად მივა და ბოდიშს მოუხდის იმ ქართველ ხალხს ვინც დაატერორა, სცემა უმოწყალოდ, ფული გამოსძალა, ვითომ და ვაი ქურდ რაჟდენა შულაიას ცუმბუშობის პერიოდში. ერთ უჯრედიანია და უტვინო. მსოფლიო ჩემპიონობას რომ ვიღაც ვითომ ქურდის მონობას გადააყოლებ, საკუთარი ხალხი, ქართველები ვინც პატივს სცემდა, დაატერორა, გაძარცვა, სცემა, ბიზნესი დაუნგრია.. წასულიყო აბა იტალიელებისთვის,ირლანდიელებისთვის, რუსებისთვის ანდ ჩინელებისთვის წაერთვა და გაქაჩვოდა ნახავდა რას უზამდნენ. თქვენ კიდევ ვაი ჟურნალისტებო რეკლამას უკეთებთ, იმის მაგივრად რომ ზუსტად მისცეთ ინფორმაცია ასეთ საშინელ ადამიანებზე რომ სხვებიც მეორიდნონ. ამ ცხოველისგან ადამიანი აღარ გამოვა. პიტბული სისხლის გემოს რომ გაიგებს იმას ვეღარაფერი გამოასწორებს. Gამოვიდეს სახალხოდ და აღიაროს რაც ჩაიდინა და ბოდიში მოუხადოს ყველას ბრუკლინის ემიგრაციას განსაკუთრებით... და თუ მართლა იჩხუბა და გადაუხადეს ის ფული იმათ გადაურიცხოს ვისაც წაართვა და გააუბედურა.
niko
06 სექტემბერი 2021 17:45
14
რაღა ფაქტები უნდა დადოს, თქვენ ამერიკის სასამართლო უბნის ბირჟა ხომ არ გგონიათ, რომ მტკიცებულებების გარეშე, ალალ მართალი კაცი 10 წლით ციხეში გაეშვა? სასამართლოს განაჩენზე მეტი მტკიცებულება რა გნებავთ?
ლევანს
21 ოქტომბერი 2023 10:12
0
ზუსტია თქვენი ინფორმაცია? ფაქტები და სახელები თუ შეიძლება, გამკეთებელმა დააშავა და დამბრალებელმა კიდევ ათასჯერ მეტი, დადეთ ფაქტები.
ლევანი
06 სექტემბერი 2021 20:58
13
გილოცავ და წარმატებები იმედი არასდროს დაგეკარგოს
გორა
06 სექტემბერი 2021 17:17
23
გილოცავ ავთო,განთავისუფლებას.იმედია აღარაფერი შეგეშლება და უკან არ შებრუნდები.ხომ იცი,ახლა "მუშკაზე"იქნები,ყოველწამიერად.გისურვებ კარიერის ნორმალურად და წარმატებით გაგრძელებას.
სოსო
06 სექტემბერი 2021 16:59
15
ეს დისლაიქები რას ნიშნავს?რა,უნდა მესურვებინა რაიმე გააფუჭე,ვინმე გააუბედურე და შენი თავიც დაიღუპე თქო?რომ წაიკითხავთ,აზრი ვერ უნდა გამოიტანოთ?ეეჰ!
სოსო
07 სექტემბერი 2021 01:56
2
Გილოცაავ ძალიან გამიხარდაა.წარმატებები მჯერა რო ქამარს მოიპოვეებ
buxrika
06 სექტემბერი 2021 16:46
19
ავთო, განიხარდა რომ მრთავდება შენი პატიმრობა, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი, ქვეყანა სადაც შენ სასჯელს იხდი ყველაფერზე "capable of anything"! ფრთხილად ავთო, დარჩენილ 8 დღეში რამე არ გაგიჩალიჩონ!
ჩეკისტი
06 სექტემბერი 2021 16:02
27

სიახლეები პოპულარული