ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღეში აშშ-ის ციხეს დატოვებს. როგორც მან დააანონსა, ის სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "TV პირველთან" კომენტარი მოკრივის დედამ, მაყვალა ხურციძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.
"საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა ჩემს შვილს და არა ამერიკა. ჩვენი ხელისუფლება არ დაეხმარა და სწორედ ამიტომ ამერიკას უხდის მადლობას. ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ავთოს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. საპყრობილეს მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" -
ამბობს ხურციძის დედა.