This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
დღეს, თბილისის დროით 10 ოქტომბრის გამთენიისას კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა - ტაისონ ფიური და დეონტეი უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ, გამარჯვება კი "ბოშათა მეფეს" მეორედ დარჩა.
თუ წინა ბრძოლაში ბრიტანელმა ამერიკელს მე-7 რაუნდში მოუგო, ამჟამად ფიურიმ უაილდერი მე-11 რაუნდში დაანოკაუტა და მეორედ სძლია.
ბრძოლა კი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა - ორივე მოკრივე თავს არ ზოგავდა, ნოკდაუნში ორივე რამდენჯერმე აღმოჩნდა, მოკლედ, მაყურებლები კმაყოფილი დარჩნენ...
პაექრობის დასრულების შემდეგ ფიური უაილდერის კუთხესთან მივიდა, თუმცა იქაურობას მალევე გაეცალა. რინგზევე მიცემულ ინტერვიუში კი თქვა: "მივედი და ვუთხარი, რომ მაგრად იჩხუბა, მან კი მიპასუხა, რომ არც პატივისცემის გამოხატვა და არც სპორტული სულის გამოვლენა არ სურდა. ნამდვილი ლუზერია, სრული იდიოტი!"
ტრილოგია დასრულდა - გაამრჯვებული ფიური გახლავთ, ჯერ კიდევ უძლეველი ჩემპიონი... ოლეკსანდრ უსიკის მსგავსად... მაგრამ, უსიკი ფიურისთან უიმედო აუტსაიდერად გამოიყურება...