"სიმართლეშია ძალა..." - რუსმა მოკრივემ მხარი პუტინს დაუჭირა და უკრაინელებს ნაცისტები უწოდა

AutoSharing Option
ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალექსანდრ პოვეტკინმა, ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან ის ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მეზობელ ქვეყნებში ნაციზმის გაძლიერებითაა გამტკიცებული.

მოგეხსენებათ, რუსმა ჩოგბურთელებმა, დანილ მედვედევმა და ანდრეი რუბლევმა, მშობლიური ქვეყნის მთავრობას სთხოვეს, რომ ომი შეეწყვიტათ, რასაც პოვეტკინი საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით გამოეხმაურა.

"სიმართლეშია ძალა, სერგეი ბოდროვის (გარდაცვლილი მსახიობის) ეს ცნობილი ფრაზა ასახავს იმ ვითარებას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. წლების განმავლობაში სიმართლისთვის ვიბრძოდით, მაშინ, როცა დონბასში სლავები განადგურდნენ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას, რათა დავიცვათ უბრალო ხალხი და ვიბრძოლოთ ნაციზმისა და
პარაზიტების წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ისინი.

ყველანაირ ომს აქვს დასასრული. იმედი ვიქონიოთ, რომ არც ეს იქნება გამონაკლისი და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერს წერტილი დაესმება", - განაცხადა ექსმებრძოლმა.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, სახელოვან მოკრივეებს არც უკრაინელები უჩივიან. შეგახსენებთ, ფრონტის ხაზზე ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები იბრძვიან, ასევე - ვასილ ლომაჩენკო და ოლექსანდრ უსიკი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამას ეტყობა,თავში ბევრი ურტყეს.
ელგუჯა
11:07 02-03-2022
10
რუსული ორმაგი სტანდარტი, უკრაინელები სლავები არ არიან? როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ ეს კაციჭამიები.
მერაბ მაღლაკელიძე
23:38 01-03-2022
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული