შლემენკომ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე რუსი ოკუპანტების მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელებში განათავსა. რის შედეგადაც, შლემენკოს ფოლოუერთა რიცხვი ინსტაგრამზე 10 000-ით შემცირდა.
"ვიცი, რომ ლომაჩენკომ და უსიკმა ხელში იარაღი რუსების წინააღმდეგ აიღეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, ნებისმიერ ადამიანს მივმართო, როცა რამეს ამბობ, კარგად უნდა დაფიქრდე და უფრო მეტად უნდა იფიქრო, როცა რაღაცას აკეთებ. განსაკუთრებით იმ
ეს არც 50-იანი და არც 60-იანი წლებია. თან ვიდეოები გადაიღეს და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდეს. ამის შედეგი ხომ ვნახეთ?! ტყეები დახოცილი უკრაინელებით სავსეა.
კონკრეტულად უსიკსა და ლომაჩენკოს კი ერთი რამ შემიძლია ვუსურვო, დაე ცოცხლები გადარჩნენ. ბიჭებო, შეინარჩუნეთ ოჯახები, ჯანმრთელობა და თუ იარაღს ხელი მოჰკიდეთ, სისულელეები არ გააკეთოთ.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა მათ სხვებს მაგალითი მისცენ, რადგან ისინი სულით რუსი ბიჭები არიან, ბრძოლის ჟინი ზუსტად ჩვენნაირი აქვთ," - თქვა შლემენკომ.
კრივის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ოლეკსანდრ უსიკმა ბრიტანეთი დატოვა და სამშობლოს დასაცავად უკრაიანში დაბრუნდა. მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო, კი სატიტულო ბრძოლისთვის მომზადების მაგივრად, უსიკის მსგავსად უკრაინის თავდაცვის არმიაში ჩაეწერა.