ლაშა გურული კუბელ ბორხესსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი მოკრივის პირველი მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ - ლაშა გურული (63,5 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში 27 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იყო, რომელმაც ლაშასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურულმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 წელი, სიდნეი) შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი მოკრივე, რომელიც ოლიმპიადაზე საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა. ლაშამ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში შესაბამისად, აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვსა და ყაზახ ბაზარბაი
მუჰამედსაბირს დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობა და უმაღლესი დონის კრივი აჩვენა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს კრივის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ორივე წარბი დაზიანებული ჰქონდა, კიდე კარგად იბრძოლა
ქიტესა
20:02 04-08-2024
1
ორივე მოკრივემ ძალიან მაღალი ხარისხის კრივი შემოგვთავაზა.პირველ რაუნდში,კუბელს ნამდვილად არ ჰქონია,ასეთი ცალსახა უპირატესობა,რომ ყველას კუბელისათვის მიეცა უპირატესობა,მეორეში კი,მსაჯს დროულად უნდა შეეჩერებინა ბრძოლა და ის თვალზე გადმოკიდებული პლასტირი მოეშორებინა,ლაშას მხედველობას რომ უზღუდავდა.მესამე რაუნდში,ლაშამ უკვე იცოდა,რომ ბრძოლას ვეღარ შემოაბრუნებდა და აღარ გაურისკავს,ტრავმების გაღრმავებით.მიუხედავად დამარცხებისა,ლაშამ საქართველოს მაინც მოუტანა ბრინჯაოს მედალი და ვულოცავ ამ მიღწევას.ჯერ კიდევ საჭოთა კავშირის დროს,დავით კვაჭაძემ ევროპის ჩემპიონობა რომ მოიპოვა,ფინალში გერმანელ მოკრივეს შეხვდა და ჩემპიონატიც გერმანიაში ტარდებოდა.ეს იყო დავით კვაჭაძის მიერ ჩატარებული ბრძოლებიდან ერთადერთი,სადაც ის აგრესიულ სტილში იბრძოდა.მერე,გამარჯვების შემდეგ,ინტერვიუში დათომ ასეთი განმარტება გააკეთა.ბრძოლა გერმანიაში იყო და ჩემთვის ჩვეულ სათამაშო სტილში რომ მებრძოლა,მსაჯები აუცილებლად გერმანელს მისცემდნენო, გამარჯვებას.აქაც დაახლოებით ასე მგონია.პირველ რაუნდში,უფრო შემტევ კუბელს მიანიჭეს უპირატესობა და მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ბრძოლის შედეგი.სალიცენზიო ტურნირში,თავისი ხმამაღალი პროტესტით,მან მაგარი ალიყური აჭამა,სამსაჯო კორპუსს და როგორც კი შეძლეს,ხურდა დაუბრუნეს.წინა ბრძოლებშიც იგრძნობოდა მისი მეტოქეებისადმი მეტი სიმპათია და ამიტომ ვამბობ,თორემ კუბელი მართლაც ძალიან ძლიერია და მტკიცებას ვერ დავიწყებ, ლაშა აუცილებლად დაამარცხებდაო.
სოსო
20:09 04-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული