"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და "ქართველ ჰალკს" ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ მომენტისთვის ეს ვიდეო ჯერ არ არის წაშლილი.
https://youtu.be/GEuXulHVGLc?si=ytpFR6zKuiqxRVsq
რეალობა
21 აპრილი 2024 11:56
0
ამ ვიდეოსაც წაშლიან მალე
https://youtu.be/0k5FrqC26Nk?si=EkR4iQ0nrUceIXdJ
რეალობა
21 აპრილი 2024 11:50
1
ავტორს: რატომ არ დებთ სხვა ბიჭების დამსახურებას? მაგალითად ირაკლი ზირაქაშვილმა სრული დომინირებით გახდა ჩემპიონი თავის წონაში, ან და დავით სამუშიამ მერვედ დაიცვა ტიტული, სადაა ეს სიახლეები? არ ჰყავს ქვეყანას დასაკარგი შვილები და მით უმეტეს თუ საამაყოები არიან, უნდა ვიცნობდეთ ჩვენს გმირებს.
ზურა
21 აპრილი 2024 11:46
0
გაუჭირდებოდა..............
საბურთალო
21 აპრილი 2024 11:11
1
გილოცავ ლევან
ბადურ
21 აპრილი 2024 11:09
0
გილოცავთ.ყოჩაღ.
მარკი
21 აპრილი 2024 10:49
0
გილოცავ ნადირო!! გილოცავთ სრულიად საქართველოს გვემაყები ლევან!
T.q
21 აპრილი 2024 10:45
0
ჯერ-ჯერობით არცერთი კომენტარი! ყველა კვარაცხელიაზეა გადართული. გაიხარე ლევან! უპირველესო ქართველო, ჩვენო სიამაყევ!
ზურაბი
21 აპრილი 2024 10:32
6
ჯიგარი ხარ. წარმატებას გისურვებ.
Walter White
21 აპრილი 2024 10:31
0
ბრავო!გილოცავ ლევან.მასაც და ლაშა ტალახაძესაც ტრავმები აუძღვათ და ვერ ასპარეზობდნენ.იმედია ლაშაც ასევე წარმატებით დაუბრუნდება ფიცარნაგს და ახალი გამარჯვებებით გაგვახარებს.მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცები,ისევ ქართველები უნდა იყვნენ.
სოსო
21 აპრილი 2024 10:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული