"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და "ქართველ ჰალკს" ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
მთაში რო ცხოვრობდეს ხალხი, სვანეთში,მთიულეთ-ფშავ-ხევსურეთში,სამხრეთ საქართველოში ასპინძის ირგვლივ მთებში-ხალხი გახიზნული რო არ იყოს და იქ ქონდეთ ახალგაზრდებს სავარჯიშო პირობები მერე ყველა ძალისმიერ სპორტში ოქრო ქართველების იქნება
Levani
21 აპრილი 2024 13:44
2
სამი ქამარი ქართველებს საგინაშვილი, ზირაქიშვილი, სამუშია 'აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ' 12-ში. ეს მაგარი კი არა ზებუნებრივი ფაქტია 3,5 მილიონიანი ერისთვის! რო აიღუ მეტოქეების ერების მოსახლეობის ჯამური რაოდენობა მილიარდს ურტყავს, მოდი და ზებუნებრივს ნუ დაუძახებ ამ სამი ქამარის აღებას.) პოტენციალი უდიდესი გვაქვს, მაგრამ პოტენციალს განხორციელება სჭირდება.
გიორგი
21 აპრილი 2024 14:39
1
ყველაზე ღონიერი მამაკაცები მსოფლიოში ქართველები არიან! ყოჩაღ ლევან და ლაშა, თქვენ მართლაც ქართველების საამაყო შვილები ხართ.
ქართველი
21 აპრილი 2024 12:56
0
გილოცავ ლევან
ბადურ
21 აპრილი 2024 11:09
0
ავტორს: რატომ არ დებთ სხვა ბიჭების დამსახურებას? მაგალითად ირაკლი ზირაქაშვილმა სრული დომინირებით გახდა ჩემპიონი თავის წონაში, ან და დავით სამუშიამ მერვედ დაიცვა ტიტული, სადაა ეს სიახლეები? არ ჰყავს ქვეყანას დასაკარგი შვილები და მით უმეტეს თუ საამაყოები არიან, უნდა ვიცნობდეთ ჩვენს გმირებს.
ზურა
21 აპრილი 2024 11:46
0
ლევანის მუშტი მოხვდეს, თბილისელ კინტოს, ალეკო ელისოვნას.
აბა?
21 აპრილი 2024 13:06
20
პროვოკაციული იცი რა არის? დღეს რაც ხდება თბილისში, ნაც აქტივისტების მიერ. სხვათაშორის შენი პროვოკატორი ალეკოს წაქეზებითაც., რომელსაც დამსახურებულად შეარქვეს კინტო! კინტო რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით...
არა და-ს
21 აპრილი 2024 16:38
7
ძაა..ლიან უადგილოა და პროვოკაციულია !!!
არა და
21 აპრილი 2024 15:57
9
ყველა გამოხმაურება
ბრავო!გილოცავ ლევან.მასაც და ლაშა ტალახაძესაც ტრავმები აუძღვათ და ვერ ასპარეზობდნენ.იმედია ლაშაც ასევე წარმატებით დაუბრუნდება ფიცარნაგს და ახალი გამარჯვებებით გაგვახარებს.მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცები,ისევ ქართველები უნდა იყვნენ.
სოსო
21 აპრილი 2024 10:28
0
ლევანი ისე მშვიდად იყო, თითქოს წიწილას ეთამაშებოდა. საწყალი ლარატი, შემეცოდა, სახეზე სასოწარკვეთილობა ეწერა. დამარცხებას შეგუებული იყო, როგორც ეტყობა.
არჩილ
21 აპრილი 2024 12:50
0
იუთუბზე ვიდეო ვნახე ციპლენკოვის რეაქცია იყო გადაღებული ლარატის და ლევანის შეხვედრაზე. თავიდან ცოცხლად გამოიყურებოდა და პროგნოზს ლევანის სასარგებლოდ 65% აძლევდა. აი, შეხვედრის შუიდან კი სახე უკვე მთლად წაშლილი ჰქონდა უიმედობისგან.
გიორგი
21 აპრილი 2024 14:50
0
გაუჭირდებოდა..............
საბურთალო
21 აპრილი 2024 11:11
1
გილოცავთ.ყოჩაღ.
მარკი
21 აპრილი 2024 10:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული