წყევლა გრძელდება: ნურმაგომედოვისა და მისი ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგის ბრძოლა მე-5-ედ გადაიდება?!

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი ვარაუდობს, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა შესაძლოა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ან გაუქმდეს, ან გადაიდოს.

სულ რამდენიმე დღის წინ უაითი უარყოფდა ვითარების მსგავს განვითარებას, თუმცა აშშ-ში კორონავირუსის მაღალი გავრცელების რისკის გამო ორგანიზაციები უსაფრთხოების ზომებს გამკაცრებულად დაიცავენ.

შეგახსენებთ, UFC უკვე მეხუთედ ცდილობს, ფერგიუსონი და ნურმაგომედოვი ერთმანეთს შეახვედროს. 2-ჯერ ბრძოლა რუსის გამო არ ჩატარდა, ხოლო 2-ჯერ - ამერიკელის გამო. ისევე, როგორც ხაბიბს, ტონის UFC-ში ზედიზედ 12 მოგება აქვს და რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ,
მებრძოლების შეხვედრა 19 აპრილს, UFC 249-ზეა დაგეგმილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული