ალდო - სეჰუდოზე: არც ვივარჯიშებ მას ისე ვცემ, მთავარია...

AutoSharing Option
ნახევრად მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ბრაზილიელი ჟოზე ალდო 10 მაისს მჩატე წონის ჩემპიონს ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება. ჟოზე ბრძოლაზე კომენტარს აკეთებს:

"ერთ კვირიანი ვარჯიშებიც კი მეყოფა, რომ მე ის დავამარცხო. მე სხვა რამ მადარდებს, მთავარია წონაში ჩავეტიო. ისე კი მზად ვარ ეს ბიჭი ყოველგვარი ვარჯიშის და მომზადების გარეშე ვცემო.

ვცდილობ სწორად ვიკვებო. ბრძოლაზე სულ არ იდარდოთ - ის სეჰუდოსთვის ძალიან სწრაფად დასრულდება. პირველივე რაუნდში ნოკაუტით.

ისე კი ამ ბიჭს დიდი პატივს ვცემ. ის ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მე ძლიერი ვარ ჯიუ-ჯითსუში, ამიტომ
თუ ჩემ წაქცევას დააპირებს, მახრჩობელა ილეთზე წამოეგება." - ციტირებს ალდოს BJPenn.

ალდოსა და სეჰუდოს ბრძოლა 10 მაისს UFC 250-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი შეხვედრა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული