UFC 249-ზე ფრენსის ნგანუმ ჟარზინიო როზენსტრაიკი 20 წამში დაანოკაუტა. ამ გამარჯვებამ ბევრი მებრძოლი აღაფრთოვანა, ხოლო ნაწილიც შეაშინა. გთავაზობთ მებრძოლების კომენტარებს:
მაიკლ ბისპინგი: "ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!!"
ბენ ასკრენი: "მაიკ ტაისონი აჩხუბეთ ნგანუსთან."
კევინ ლი: "ჯანდაბააა!!! ეს საშინელი ნოკაუტი იყო!"
ჯიმი მანუშა: "დაიძინეთ. ნგანუ საშიში, საშიში ადამიანია!"
ჯონ დოდსონი: "ვაუ! უბრალოდ საშიში ადამიანია, არანორმალური ძალით."
ალექს ჰერნანდესი: "სადმე ჩაკეტეთ ეს ადამიანი."
მაიკლ კიეზა: "წმინდა მარია, ეს ძალიან საშიში ადამიანია."
ტედი ატლასი: "ამიტომ არც კრივში და არც ემემეიში არ შეიძლება უკან დახევა სწორ ხაზად. ნგანუს არ აქვს ჯო ლუისისნაირი კონდიციები, მაგრამ როგორც დეონტეი უაილდერის შემთხვევაში, თავის მინუსებს ფიზიკური ძალის ხარჯზე აბათილებს."