კიორტის ბლეიდისი: ნგანუმ მე ვერ დამანოკაუტა, უბრალოდ წონასწორობა დავკარგე

AutoSharing Option
კვირას, 20 ივნისს, ამერიკელი მძიმეწონოსანი კიორტის ბლეიდსი შეეცდება ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას. თუმცა მცდელობაში წინ აღუდგება რუსი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკოვი. ამერიკელი გამარჯვების შემთხვევაში ტიტულის პრეტენდენტად ხედავს თავს. აღსანიშნავია, რომ სატიტულე შანსს, ასევე, ფრენსის ნგანუ ელოდება, რომელმაც კიორტისი ორჯერ დაამარცხა.

"მან ყველას თავები წააძრო, მაგრამ მე არ გავთიშულვარ. მან მომარტყა, დავკარგე ბალანსი, მაგრამ არ გავთიშულვარ. მან დაანოკაუტა ჯუნიორ დოს სანტოსი, კეინ ველასკესი, როზენსტრუიკი კი 20 წამში გაანადგურა. ეჭვიც არ მეპარება, რომ დროებითი ტიტულის აუცილებლობა თუ დადგება, ნგანუ იქნება პრეტენდენტი. უბრალოდ მინდა,
რომ ორგანიზაციას მეც თვალთახედვაში ვყავდე", - განაცხადა ბლეიდისმა sports.yahoo.com-თან საუბარში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული