ხაბიბ ნურმაგომედოვი მამაზე: მცნობს, მაგრამ ვერ მეკონტაქტება, ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

"მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. კორონავირუსი მოვიშორეთ, მაგრამ ინფექციამ კვალი დატოვა: გული და თირკმელები. ვირუსზე ნერვიულობა უკვე აღარ ღირს. მასთან მივდივარ ხოლმე. ის მცნობს, მაგრამ ვერ მეკონტაქტება, თანაც, აპარატის ქვეშაა. ყოველდღე ვნახულობ, ნახევარი საათი ველაპარაკები, ჟესტებით და თავით პასუხის გაცემას ახერხებს.

ექიმებზე ვფიქრობ, რომ ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. დიდი მადლობა მათ. ყველაფერს დრო სჭირდება, რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება", - განაცხადა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, აბდულმანაპს 1 თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას
გულზე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და ვირუსმა სიტუაცია გაართულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არწივი გეიჯისთან დაბრუნდება ისეთი ძლიერი როგორც არასდროს,გეიჯის პატივისცემის მიუხედავად ორ რაუნდს ვერ გაუქაჩავს ხაბიბს
გიო
12:39 23-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული