ქართველი მებრძოლი ლევან მაყაშვილი ACA 108-ის ფარგლებში იბრძოლებს.
ლევანის მოწინააღმდეგე ჩეჩენი აბდულ-რახმან თემიროვია, რომელმაც 17 ბრძოლა გამართა, საიდანაც 12-ში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 5-ჯერ დამარცხდა.
ტურნირი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. მთავარი ბრძოლა UFC-ის ყოფილ მებრძოლ დანიელ ომელიანჩუკსა და სალიმგერეი რასულს შორის შეხვედრა იქნება.
ლევანმა "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია და კომენტარიც გააკეთა:
"8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ შევჭამო ყველა, ვინც შემხვდება. მხოლოდ წინ, მოგება ჩვენია. მეფე დაბრუნდა."