დიდი ტრაგედია ხაბიბის თავს - ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

AutoSharing Option
როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის "ტელეგრამ არხი" იტყობინება, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

"სამწუხარო ამბავმა მოაღწია ჩემამდე, მეგობრებო, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი აღარ არის. მთელი ჩეჩნეთის სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და გამოვთქვამ მწუხარებას. ის წავიდა, თუმცა ჩვენ შორის კეთილი სახელი დატოვა! ასეთია ღმერთის განგება და განაჩენი.

ჩვენ შევთხოვთ ღმერთს, რომ აპატიოს შეცოდებები მის მონას და სამოთხეში დაუმკვიდროს ადგილი. ალაჰმა მისცეს მის ახლობლებს ძალა ამ ყველაფრის გადატანისა! ყველა ჩვენგანი ღმერთს ეკუთვნის და ადრე თუ
გვიან მასთან დავბრუნდებით." - წერია განცხადებაში.

57 წლის აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში 25 აპრილს დააწვინეს, 3 მაისიდან კი მოსკოვში მკურნალობდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ერთი რო ადამიანი მოკვდა, უკვე სამწუხაროა. მერე მეორე ეგ კაცი და მისი შვილი შეიძლება დიდად არ გვიყვარდა ქართველებს მაგრამ სპორტის სამყაროში ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ბევრი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპორტსმენი გამოზარდა მათგან ყველამ თუ ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, თავისი ქვეყანა ხომ მაინც ასახელეს. ვერ დაუკარგად ადამიანს იმას რაც გააჩნია, არასწორია იმის გამო ვინ რა ეროვნებისაა, რა რელიგიის ან რა მსოფმხედველობის. ეს კაცი ღირსეული ადამიანი იყო. რაც შეეხება თავის შვილს პირველ რიგში ვწუხვარ რო მამა და მეგობარი დაკარგა მაგრამ ჩემი აზრით უნდა დაამტკიცოს რო ღირსეული მებრძოლია, ძალა უნდა მოიკრიბოს და კარიერა ამ ტრაგედიის გამო არუნდა დაასრულოს.
buba
04 ივლისი 2020 10:09
2
შემოგვაპარეთ მაინც,დედამოკლულებო!















დ.დ.
03 ივლისი 2020 23:06
14
მარტო ხაბიბის თავს? ეს კაცობრიობის ტრაგედიაა!
www
03 ივლისი 2020 21:33
11
ეს კაციც კოვიდით იყო ინფიცირებული?
giorgi
03 ივლისი 2020 19:57
0
კი, COVID19ით იყო დაინფიცირებული,მაგრამ გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და კოვიდისგან,რომ განიკურნა მისმა გულმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას.
კარგით რა
03 ივლისი 2020 21:43
0
ნამდვილად,რომ ძალიან სამწუხარო ამბავია.ღმერთმა სამოთხეში ამყოფოს მისი სული და ხაბიბის ოჯახს დაეხმაროს ამ მძიმე პერიოდში.აბდულმანაპ ნურმაგამედოვი ნამდვილად სამაგალითო პიროვნება იყო.ღმერთმა ყველას გვაპატიოს ჩადენილი ცოდვები და სწორ გზაზე დაგვაყენოს.არავინ იცის როდის ვინ მოკვდება.ყველას ჯანმრთელობას,ბედნიერებას და ცხოვრების ღვთისმსახურებაში გატარებას გისურვებთ.ადამიანის სხეული კვდება,სული კი სამუდამოდ ცოცხლობს.
კარგით რა
03 ივლისი 2020 18:30
6
"ვენოკი" ხომ არ გავუგზავნოთ??

ა.ჩ.ყ !!!!

სააკაძე
03 ივლისი 2020 22:17
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული