
მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე კოდი სტამანი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს ძალიან უზრდელურად და თავხედურად უპასუხა.
!["დედ-მამა შენს გაჩენას ინანებს" - დვალიშვილის მეტოქე ქართველ გულშემატკივრებს დაუპირისპირდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1107e3590b31190f92d1f19309b15709.png)
ქართველმა გულშემატკივარმა გიგა მაისურაძემ სტამანს ფოტოზე დაუწერა: "ინანებ, მერაბთან ბრძოლას რომ დათანხმდი." და მებრძოლმა კი საპასუხოდ დაწერა: "შენი მშობლები ინანებენ შენს გაჩენა."
!["დედ-მამა შენს გაჩენას ინანებს" - დვალიშვილის მეტოქე ქართველ გულშემატკივრებს დაუპირისპირდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d445491bb9f92f455a81af9a5e6356c6.png)
კიდევ ერთმა ქართველმა კოდის დაუკომენტარა: "წაგებული გაქვს ძმაო. მერაბი დაგანგრევს." რაზეც ამერიკელმა ასევე აგრესიულად და უზრდელურად უპასუხა: "დვალიშვილის მოგებაზე ფსონად საკუთარ სახლს ჩამოდი ნაბ...რო ლუზერო."
საკმაოდ ბევრი იყო უხეში და უტაქტო კომენტარი მისგან, თუმცა თავად მერაბის მისამართით ნეგატიური არაფერი დაუწერია.
შეგახსენებთ, ბრძოლა 5 დეკემბერს გაიმართება.