იტალიელმა დიჯეიმ, ფრანჩესკო ფაჩინეტიმ (ცნობილი, როგორც დიჯეი ფრანჩესკო ან ოზი), მასსა და UFC-ის მებრძოლ კონორ მაკგრეგორს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"გაოგნებული ვიყავი, ირგვლივ სულ სისხლი იყო... ჩემი მეუღლე ისტერიკაში ჩავარდა და კიოდა. მისი დამშვიდება მხოლოდ ერთმა დაცვამ სცადა. როგორც მახსოვს, ორმა ადამიანმა კონორი გარეთ გაათრია. არ მჯეროდა, რომ დამარტყა. უნდა ვაღიარო, ვნერვიულობდი, თუ რას იზამდა ის შემდგომ, თუმცა ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.
ირგვლივ მყოფები შოკში იყვნენ. ვერავინ იჯერებდა, თუ რა მოხდა. ეს უსამართლობა იყო...
ჩვენ მეგობრულად ვსაუბრობდით, თუმცა მან უბრალოდ ზედ გადამიარა. ერთად ვსვამდით, ყველაფერი რიგზე იყო, მოულოდნელად კი ყველაფერი შეიცვალა" - განაცხადა ფაჩინეტიმ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით