"დაპირისპირება მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩატარდება, თანაც მაკგრეგორსაც შეახვედრებენ..." - ჟურნალისტმა პორიესა და დიაზის ბრძოლის გადადების მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც დასტინ პორიესა და ნეიტ დიაზის ბრძოლა გადაიდო.

"ნეიტსაც და დასტინსაც სურდათ ეს ბრძოლა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, UFC-საც უნდოდა, თუმცა ორგანიზაცია დაპირისპირებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაატარებს - თუ დიაზი კონტრაქტს გაახანგძლივებს.

ამავდროულად, ისინი ნეიტს ჰპირდებიან, რომ კონორ მაკგრეგორს შეახვედრებენ, რაც თავისთავად არცთუ ისე ცუდია, თუმცა ამისთვის მხარეებს შორის ფინანსური შეთანხმება უნდა შედგეს" - წერს ჰელვანი.

შეგახსენებთ, პორიესა და დიაზის ბრძოლა უახლოეს თვეებში უნ
და ჩატარებულიყო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული