კატარმა ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა 5 რაუნდს გაგრძელდა, როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება მძიმე გამოდგა და ორივე ათლეტმა წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს - კატარმა 418 დარტყმა სცადა, საიდანაც 157 (37.6%) ზუსტი გამოვიდა, გიგას 148 მცდელობიდან მიზანს 129-მ მიაღწია. ჩვენებურს ამერიკელის წაქცევა (takedown) არ უცდია, კელვინს 7 მცდელობიდან 2 გამოუვიდა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კელვინმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ჭიკაძე ის მებრძოლი ნამდვილად იყო, რომელთანაც
გამოცადა იყო თუ არა და იმსახურებდა თუ არა ადგილს წონის ლიდერებში.

გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩვენ ყველანი მისი გულშემატკივრები ვართ და მისი გამრჯვება გაგვიხარდებოდა!.. მაგრამ საყვედურები სამართლიანია: ამას ვუზამ და იმას ვუზამით შეიძლება ვინმე ახალბედას ფსიქიკაზე იმოქმედო, თორემ ოქტაგონზე გამოჯეკილ მოწინააღმდეგეს მაგით მხოლოდ აგრესიას თუ მოუმატებ შენს წინააღმდეგ!.. მაკგრეგორის ტინგიცობები ნამდვილად არ მგონია მისაბაძი! ქცევის ჯენტლმენური მანერით, გასაოცარი თავმდაბლობით, ყველაზე სანიმუშოდ მიმაჩნია ფიოდორ ემელიანენკო, რომელიც იმავდროულად იყო ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი: 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ММАმძიმე წონაში, Pride FC ვერსიით, 2-გზის - RINGS ვერსიით, 2-გზის — WAMMA -ს ვერსიით, მსოფლიოს 4-გზის და რუსეთის 9-გზის ჩემპიონი საბრძოლო სამბოში!..დადგებოდა მოწინააღმდეგის პირისპირ თავდახრილი; თვალს თვალში რომ გაუყრიან და მზერით გატეხვაში რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ეს სახეშიც არ შეხედავდა: იდგა, როგორც სამუშაოდ მოსული კაცი!.. დაამთავრებდა "სამუშაოს" და კი არ ხტუნაობდა და მალაყებს კი არ გადადიოდა სიხარულისაგან, ოდნავი ღიმილი თუ გაუკრთებოდა სახეზე, ეგ იყო და ეგ!
უცხო კაცი
11:07 16-01-2022
1
გაყიდეს რა მსაჯებმა!!! :) ნუ ეს ხუმრობით, რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას გიგამ ეს ბრძოლა ბრძოლამდე წააგო თავის თავზე უაზრო და ზედმეტად გადაფასებული წარმოდგენის გამო. ერთის მხრივ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა დაანარცხეს ციდან მიწაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მეტად კონცენტრირებული იქნება და ბევრად ძლიერიც დაბრუნდება.
აი მას შემდეგ რაც შეეცდომებს გაანალიზებს , ნაკლებს იტრხაბახებს მეტს ივარჯიშებს კარდიოზე, გრეპლინგზე და სხვა მინუსებზე ამის შემდეგ უკვე რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ქამრის მოპოვების კანდიდატად!!!

წარმატებები გიგა შენ ჩემპიონობა შეგიძლია!!!
Buka
11:24 16-01-2022
1

სიახლეები პოპულარული