გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში

AutoSharing Option
ფრენ­სის ნგა­ნუ UFC-ის მძი­მე წო­ნის ჩემ­პი­ო­ნია და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­შიშ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა. მისი ზედ­მე­ტი სა­ხე­ლი "მტა­ცე­ბე­ლია", რაც კარ­გად ასა­ხავს ფრენ­სის გა­რეგ­ნო­ბას თუ ბრძო­ლის მა­ნე­რას. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში კა­მე­რუ­ნელს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დარ­ტყმა აქვს. მას სჭირ­დე­ბა ერ­თა­დერ­თი სუფ­თა დარ­ტყმა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უგო­ნოდ ეცე­მა ოქ­ტა­გონ­ზე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, ნგა­ნუს ერთი დარ­ტყმა 96 ცხე­ნის ძა­ლის ენერ­გი­ას წარ­მოქ­მნის. ეს კი და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ძა­ლაა, ფორდ ეს­კორ­ტი რომ და­გე­ჯა­ხოთ, მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აფ­რი­კე­ლი უსა­მარ­თლოდ აღე­მა­ტე­ბა თავის ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და უშან­სოდ
ამარ­ცხებს ყვე­ლას, ადა­მი­ა­ნე­ბი მას ყვე­ლა პლა­ნე­ტი­სა და სამ­ყა­როს ჩემ­პი­ონს უწო­დე­ბენ.

თუმ­ცა, ვიდ­რე ფრენ­სი­სი UFC-ის ოქ­როს შე­მო­ირ­ტყამ­და წელ­ზე და დი­დძა­ლი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნი გახ­დე­ბო­და, ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა.

ნგა­ნუ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მუ­შა­ობ­და კა­მე­რუ­ნის ქვი­შის კა­რი­ე­რებ­ში, შიმ­ში­ლობ­და და ჰე­პა­ტი­ტი­თაც კი და­ა­ვად­და. ხში­რად ხდე­ბო­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მაგ­რამ ოც­ნე­ბა­ზე უარს არას­დროს ამ­ბობ­და - მაიკ ტა­ი­სო­ნის შემ­ყუ­რე, მოკ­რი­ვე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­და და 22 წლი­დან კრი­ვის ად­გი­ლობ­რივ დარ­ბაზ­ში ჩა­ე­წე­რა.

2012 წელს, ისე, რომ ოჯახს არა­ფე­რი უთხრა, ნგა­ნუმ ზურგჩან­თა ზურ­გზე მო­იგ­დო და სახ­ლი­დან წა­ვი­და. მან კა­მე­რუ­ნი და­ტო­ვა და ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა მებ­რძო­ლის კა­რი­ე­რა აე­წყო. თუმ­ცა კი­ნა­ღამ გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა: სხვა მიგ­რან­ტებ­თან ერ­თად ზღვის გა­და­ლახ­ვას ცდი­ლობ­და, გზა აებ­ნათ და რამ­დე­ნი­მე თვე ზღვა­ზე "ხე­ტი­ა­ლობ­დნენ“, რა დრო­საც გა­უ­წყლო­ე­ბის გამო კი­ნა­ღამ გარ­და­იც­ვა­ლა.

Sportall.Ge

სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი წი­თელ­მა ჯვარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ორი თვე ეს­პა­ნეთ­ში, ცი­ხე­ში იჯდა, შემ­დეგ მიგ­რან­ტე­ბის ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­რიზ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მა­წან­წა­ლობ­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­წან­წა­ლა იყო, რად­გან თა­ვისი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, საფ­რან­გეთ­ში არა­ვის ვიც­ნობ­დი, ფული სა­ერ­თოდ არ მქონ­და. ქუ­ჩა­ში მე­ძი­ნა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი შან­სი მქონ­და. სხვა­დას­ხვა დარ­ბა­ზ­ში დავ­დი­ო­დი და მწვრთნე­ლებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვე­დი საფ­რან­გეთ­ში, სახ­ლი და ფული არ მაქვს. უნდა ვი­ვარ­ჯი­შო, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე-მეთ­ქი..."

ერთხელ ფრენ­სი­სი დი­დიე კარ­მო­ნის დარ­ბაზ­ში აღ­მოჩ­ნდა. დი­დი­ემ მას 50 დო­ლა­რი აჩუ­ქა. ამ ფუ­ლით კა­მე­რუ­ნელ­მა პირ­სა­ხო­ცი, ჩან­თა და სა­ვარ­ჯი­შო ფორ­მა შე­ი­ძი­ნა. დარ­ბაზ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბი­ჭე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ და ნგა­ნუს ურ­ჩი­ეს, რომ კრი­ვი მის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და უთხრეს, რომ MMA აეთ­ვი­სე­ბი­ნა. კარ­მონ­თან დიდი ხანი ვერ გა­ჩერ­და - დარ­ბა­ზი შა­ბათ-კვი­რას იკე­ტე­ბო­და, ძილი კი ქუ­ჩა­ში უწევ­და.

ამის შემ­დეგ ის ფერ­ნარდ ლო­პეს­თან აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მწვრთნე­ლია. როცა ფერ­ნარ­დმა მო­ის­მი­ნა ნგა­ნუს ის­ტო­რია, დარ­ბაზ­ში ად­გი­ლი გა­მო­უ­ყო, მის­ცა ფული და სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­აკ­ვირ­და მის ვარ­ჯიშს და უკვე მა­შინ მიხ­ვდა, რომ საქ­მე დიდ ტა­ლან­ტთან ჰქონ­და.

Sportall.Ge

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლო­პეს­მა ფრენ­სისს სახ­ლი უქი­რა­ვა, 2013 წელს კი პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მო­უ­წყო. ნგა­ნუს სა­ხე­ლი მთელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვარ­და. 29 წლის იუ­ბი­ლე­ზე კი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო: "ლო­პეს­მა და­მი­რე­კა და მკი­თხა, - რა სა­ჩუ­ქა­რი გაქ­ცევს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნა­დო? - მე ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ვი­ღა­ცას კომ­პი­უ­ტე­რი აქვს ჩემ­თვის? მაგ­რამ მან მი­თხრა, რომ UFC-სგან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გვქონ­და და 4 თვე­ში აშშ-ში პირ­ველ ბრძო­ლას გავ­მარ­თავ­დით“, - იხ­სე­ნებს ფრენ­სი­სი.

UFC on Fox 17-ის ფარ­გლებ­ში, ნგა­ნუ ლუის ენ­რი­კეს შეხ­ვდა და მე­ო­რე რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა. ამ გა­მარ­ჯვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ფრენ­სისს უკვე ამე­რი­კა­შიც იც­ნობ­დნენ და აქე­დან და­ი­წყო მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის დი­დე­ბის­კენ სვლა.

თუმ­ცა...

დი­დე­ბამ მებ­რძოლ­ზე უარ­ყო­ფი­თა­დაც იმოქ­მე­და - ის შე­იც­ვა­ლა, გახ­და ქედ­მა­ღა­ლი, აღარ აფა­სებ­და იმას, რაც მწვრთნელ­მა გა­უ­კე­თა.

"ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი, ვინც დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობს, ვალ­დე­ბუ­ლია ჰო­ნო­რა­რის 10% იხა­დოს, ნგა­ნუმ კი მი­თხრა, - დღე­ი­დან მე აღარ ვიხ­დი იმ 10%-ს, რად­გან ამ დარ­ბა­ზის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი ვარო... ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ნგა­ნუს 4 წელი ვა­ვარ­ჯი­შებ­დი. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ცენ­ტიც არ მო­მი­თხო­ვია. ჩემ­თან ბევ­რი ისე­თი ბიჭი ვარ­ჯი­შობს, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ვიდ­რე ეს ბი­ჭე­ბი ფეხ­ზე არ დად­გე­ბი­ან, მე მათ­გან არას­დროს არა­ფერს ვი­თხოვ. პი­რი­ქით, აქეთ ვეხ­მა­რე­ბი, რი­თიც შე­მიძ­ლია. როცა ბი­ჭე­ბი სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ, მათ დარ­ბა­ზის წევ­რო­ბის­თვის უნდა იხა­დონ. ასე­თი­ვე შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და ფრენ­სის­თა­ნაც“, - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მწვრთნე­ლი.

"მან ასე­ვე და­ი­კი­და თა­ვისი მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი, ვის­თან ერ­თადაც პირ­ვე­ლად და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. "ინ­სტაგ­რამ­ზე" პა­სუ­ხებ­საც აღარ წერ­და, სა­მა­გი­ე­როდ, UFC-ის ვარ­სკვლა­ვებს არ უგ­ვი­ა­ნებ­და პა­სუ­ხის დაბ­რუ­ნე­ბას", - ამა­ტებ­და ფერ­ნარდ ლო­პე­სი.

Sportall.Ge

2018 წელს ნგა­ნუმ და ლო­პეს­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა: ფრენ­სის­მა ერთ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­ნი­ცა­და მარ­ცხი და ამა­ში სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მებ­რძო­ლის ბრა­ლი უფრო იყო, ვიდ­რე მწვრთნე­ლის. სტი­პე მი­ო­ჩიჩ­თან მარ­ტივ გა­სე­ირ­ნე­ბას ელო­და და სა­ერ­თოდ არ და­ა­ფა­სა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რის გა­მოც და­მარ­ცხდა, ხოლო დე­რეკ ლუ­ის­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო იწ­ვნია მარ­ცხი. ნგა­ნუ აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ვარ­ჯი­შოდ, რის შემ­დეგ კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და, მი­ო­ჩიჩთან რე­ვან­ში აიღო, გახ­და ჩემ­პი­ო­ნი და დღეს მისი და­მარ­ცხე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბედ­მა ისე ქნა, რომ ნგა­ნუ და ლო­პე­სი კი­დევ ერთხელ, ამ­ჟა­მად უკვე ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ შე­ახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს.

ერთ დღე­საც ლო­პე­სის დარ­ბა­ზის კარი 26 წლის მხი­ა­რულ­მა და ცოტა ცელ­ქმა ფრან­გმა, სი­რილ გან­მა შე­ა­ღო. გა­ნის პო­ზი­ტივ­მა მთე­ლი დარ­ბა­ზი აღაფრ­თო­ვა­ნა, მაგ­რამ ლო­პეს­მა და­ი­წუ­ნა - მა­შინ ჯერ კი­დევ ნგა­ნუს ავარ­ჯი­შებ­და და იმის ფონ­ზე სი­რი­ლის პო­ტენ­ცი­ალს ვერ ამ­ჩნევ­და.

ფრან­გმა არ გა­ი­ტე­ხა გული და მწვრთნელს უთხრა, რომ მალე რე­გი­ო­ნა­ლურ ვარ­სკვლავს, ბრის გი­დონს ხვდე­ბო­და; თუ მას და­ა­მარ­ცხებ­და, ლო­პე­სი მას­თან იმუ­შა­ვებ­და. ფერ­ნარ­დმა იცო­და, რომ გი­დო­ნი მშვე­ნი­ე­რი მებ­რძო­ლი იყო და განს მას­თან შან­სე­ბი არ ჰქონ­და. ამი­ტომ მებ­რძოლს და­თან­ხმდა. მა­ლე­ვე განი დარ­ბაზ­ში გა­ზე­თის ამო­ნა­რი­დით დაბ­რუნ­და, სა­დაც ეწე­რა: "სი­რილ გან­მა გი­დო­ნი სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხა".

ლო­პე­სი სი­რი­ლის ბრძო­ლე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს ჩა­უჯ­და და დარ­წმუნ­და, რომ ფე­ნო­მე­ნა­ლურ მებ­რძოლ­თან ჰქონ­და საქ­მე. მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რი და სის­წრა­ფე მძი­მეწო­ნოს­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ იყო. თა­ნაც ფერ­ნარდს შე­და­რე­ბით გვი­ან მო­სულ მებ­რძოლ­თან უკვე ჰქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა: ნგა­ნუც არ იყო ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტსმე­ნი და UFC-ს აზან­ზა­რებ­და. იგი­ვე პრო­ექ­ტი იყო გა­ნიც.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სი­რილს შე­და­რე­ბით მცი­რე დრო ეთ­მო­ბო­და, მწვრთნე­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნგა­ნუ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა თან­და­თა­ნო­ბით სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. რო­გორც ზე­მოთ გი­თხა­რით, 2018-ში ფრენ­სის­მა ლო­პე­სი და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც ფერ­ნარ­დი სრუ­ლი­ად სი­რილ­ზე გა­და­ერ­თო.

"ფრენ­სი­სი სა­სი­ა­მოვ­ნო ბიჭი იყო, როცა ქუ­ჩი­დან მო­ვი­და. მერე ის შე­იც­ვა­ლა. მის­მი­ნეთ, 10 000 დო­ლარს გა­და­გიხ­დით, თუ ერთ, ერ­თა­დერთ ვი­დე­ოს მა­ინც ნა­ხავთ, სა­დაც ნგა­ნუ მად­ლო­ბას მიხ­დის ან მე, ან ჩემს დარ­ბაზს. მსგავ­სი არა­ფე­რი არ­სე­ბობს. თუკი იპო­ვით, მე ფულს გა­და­გიხ­დით..."

ლო­პესს ფრენ­სი­სის­გან პა­ტი­ვის­ცე­მა არას­დროს უგ­რძვნია, წვრილ­მა­ნებ­შიც კი (თუმ­ცა ორი­ვე კა­მე­რუ­ნე­ლია). სი­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე პი­რი­ქი­თაა: თუ ფრენ­სი­სის ჩან­თებს მწვრთნე­ლი და­ა­ტა­რებ­და, განი პი­რი­ქით, აქეთ და­ა­ტა­რებს მწვრთნე­ლის ჩან­თებს.

განი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნი გახ­და. მის შემ­დეგ მხო­ლოდ ჩემ­პი­ო­ნი - ფრენ­სის ნგა­ნუ იდგა. შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ყო­ფი­ლი გუნ­დე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩა­ნიშ­ნა.

გა­სუ­ლი კვი­რის პა­რას­კევს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ფრენ­სი­სი და სი­რი­ლი პირ­ვე­ლად წარ­დგნენ ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ. ნგა­ნუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის და განი მე­გობ­რე­ბიც არ ყო­ფი­ლან, ერ­თად ივარ­ჯი­შეს რამ­დენ­ჯერ­მე. შემ­დეგ ისიც და­ა­მა­ტა, რომ ვარ­ჯი­შებ­ზე სცემ­და და და­ნო­კა­უ­ტე­ბუ­ლიც კი ჰყავს. სი­რი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით უყუ­რებ­და და ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხტა.

Sportall.Ge

კვი­რას, 23 იან­ვარს, მებ­რძო­ლე­ბი ოქ­ტა­გონ­ზე ავიდ­ნენ. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ფრან­გი მებ­რძო­ლი სის­წრა­ფე­ში აშ­კა­რად სჯობ­და კა­მე­რუ­ნელს, რო­მე­ლიც თა­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა ხე­ლებს ამა­ოდ უქ­ნევ­და. ორი რა­უ­­ნდის შემ­დეგ ნგა­ნუ მიხ­ვდა, რომ ტაქ­ტი­კა უნდა შე­ეც­ვა­ლა და ჭი­და­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და, რა­მაც გა­ა­მარ­თლა. ძლი­ერ ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­და­რე­ბით სუს­ტი სი­რი­ლი ვე­რა­ფერს უპი­რის­პი­რებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 5-რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში მსა­ჯე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­მარ­ცხდა. ლო­პეს­მა და მის­მა "კარ­გმა ბავ­შვმა" (გა­ნის ზედ­მეტ­სა­ხე­ლი) ამ­ჯე­რად მათ ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელს ვერ აჯო­ბეს. მე­ო­რე მხრივ, განს მა­ლე­ვე მი­ე­ცე­მა ტი­ტულ­ზე ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც და­ნარ­ჩენ მებ­რძო­ლებს, სულ მცი­რე, ერთი თა­ვით აღე­მა­ტე­ბა.

ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ნგა­ნუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია ჰო­ნო­რა­რი გა­უ­ზარ­დოს. მან ამ ბრძო­ლა­ში 600 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა და აცხა­დებს, რომ მი­ლი­ონ­ზე ნაკ­ლე­ბად აღარ იჩხუ­ბებს. ამას UFC-ის ბოსი დე­ი­ნა უაითი უარ­ყო­ფი­თად შეხ­ვდა.

"მტა­ცე­ბელ­მა“ კრი­ვის მეფე ტა­ი­სონ ფი­უ­რი გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც ბოლო ბრძო­ლა­ში 30 000 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. "ბო­შე­ბის მეფე" გა­მოწ­ვე­ვას და­თან­ხმდა. თუ მათი შეხ­ვედ­რა კრი­ვის წე­სე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა, ფი­უ­რი ნგა­ნუს მი­წა­ზე და­უშ­ვებს, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სცემს და იქ­ნებ გონ­ზეც მო­იყ­ვა­ნოს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული