UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა განაცხადა, რომ ფრენსის ნგანუსა და ჯონ ჯონსის ბრძოლის ჩატარებას შეეცდება.
თუმცა, დაპირისპირების ორგანიზებას ერთი ფაქტი ახერხებს, კამერუნელ ჩემპიონს UFC-სთან ხელშეკრულება უსრულდება, ამასთან ერთად სირილ განთან ორთაბრძოლის შემდეგ ოპერაცია ესაჭიროება და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ოქტაგონზე ვერ გავა, რაც შეეხება ჯონსს, ჩემპიონს 2020 წლის ზამთრის შემდეგ აღარ უბრძოლია.
"ვიმედოვნებ, ეს წლის საუკეთესო ბრძოლა იქნება, თუ ამას შევძლებთ, აუცილებლად განვახორციელებთ" - განაცხადა დანამ.
შეგახსენებთ, ნგანუმ UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე სირილ განი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით