"არაფერი მახსოვს..." - ხაბიბმა კონორთან გამარჯვების შემდეგ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტი გაიხსენა.

"არ გეტყვით, რომ ვამაყობ. 33 წლის ასაკში არ უნდა გადავმხტარიყავი. პირველ რიგში, ომისთვის ვემზადებოდი. გალიაში შევედი და ამ ბიჭს შევებრძოლე, მაგრამ ის დამნებდა. ვფიქრობდი, რატომ მოვედი აქ, თუ ასე მარტივად უნდა დამნებებოდა?

უბრალოდ მისი ნიკაპი ავიღე და გავგუდე. ამ ყველაფერმა წყობილებიდან გამომიყვანა, რადგან რვაკუთხედში ბევრად მეტს ველოდი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მახსოვს.

მისი კუთხიდან რაღაც მომაძახეს, რაც ჩემთვის ემოციური გამოდგა. ვიფიქრე, კ
არგი, არა უშავს, როგორც ჩანს, ღონისძიება ჯერ არ დასრულებულა" - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, კონორი და ხაბიბი ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ. გამარჯვება დაღესტნელმა ათლეტმა მოიპოვა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული