გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ხელმძღვანელობა 11 მარტს, ვეგას 71-ის ბარათზე მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის 5-რაუნდიანი ბრძოლის ჩანიშვნას აპირებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. თუ ორივე მხარე კონტრაქტის პირობებზე თანახმა იქნება, მაშინ მებრძოლები ვეგასში UFC-ის 221-ე ღონისძიებაზე შეხვდებიან.
დვალიშვილს UFC-ში 10 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ში გამარჯვება იზეიმა. ბოლოს ქართველმა ლეგენდარული ჟოზე ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
იანს კი 8 გამარჯვება და 3 წაგება აქვს. ბოლოს რუსმა მებრძოლმა შონ ომალისთან იჩხუბა და დამარცხდა (დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსაჯების ამ გადაწყვეტილებას). პიოტრის მიზანი მერაბის დამარცხება და ალჯამაინ სტერლინგთან (ჩემპიონთან) ჩხუბის ჩანიშვნაა.