დვალიშვილი VS პიოტრ იანი - ორგანიზაცია ორთაბრძოლის ჩანიშვნას გეგმავს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ხელმძღვანელობა 11 მარტს, ვეგას 71-ის ბარათზე მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის 5-რაუნდიანი ბრძოლის ჩანიშვნას აპირებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. თუ ორივე მხარე კონტრაქტის პირობებზე თანახმა იქნება, მაშინ მებრძოლები ვეგასში UFC-ის 221-ე ღონისძიებაზე შეხვდებიან.

დვალიშვილს UFC-ში 10 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ში გამარჯვება იზეიმა. ბოლოს ქართველმა ლეგენდარული ჟოზე ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

იანს კი 8 გამარჯვება და 3 წაგება აქვს. ბოლოს რუსმა მებრძოლმა შონ ომალისთან იჩხუბა და დამარცხდა (დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსაჯების ამ გადაწყვეტილებას). პიოტრის მიზანი
მერაბის დამარცხება და ალჯამაინ სტერლინგთან (ჩემპიონთან) ჩხუბის ჩანიშვნაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბი შეჭამს იანს
გიორგი
13:35 18-01-2023
0

სიახლეები პოპულარული