გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება. "ნინძას" მეტოქე ალექს კასერესი იქნება. ბრძოლა 26 აგვისტოს, სინგაპურში გაიმართება.
მოგეხსენებათ, თითქმის წელიწად-ნახევრის წინ გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, რის შემდეგაც შერეული ორთაბრძოლის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ოქტაგონზე აღარ გამოსულა.
კასერესს კარიერაში 35 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 21-ში იმარჯვა, 13-ში დამარცხდა, ერთი ორთაბრძოლა კი გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.