18 თებერვალს, UFC-ში ილია თოფურია პირველი ქართველი იქნება, რომელიც საჩემპიონო ორთაბრძოლას გამართავს. "მატადორის" მოწინააღმდეგე მრისხანე ავსტრალიელი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.
ილია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"სულ რაღაც 4 კვირაში, გვარი-თოფურია მსოფლიო გამარჯვების სინონიმად იქცევა. თუმცა, გამარჯვება ჩვენთვის ყოველთვის ერთადერთი გამოსავალი იყო".
შეგახსენებთ, ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.