"გამარჯვებას პირველივე რაუნდში ვაპირებ" - თოფურიამ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

თოფურიამ UFC Espanol-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში გამარჯვებას პირველივე რაუნდში აპირებს.

"ვფიქრობ, რომ პირველივე რაუნდში გავიმარჯვებ. თუ ფეხებში ჩამივარდება, აუცილებლად გავთიშავ. გამოცდილება მის მხარესაა, თუმცა თავს სრულყოფილ მებრძოლად მივიჩნევ.

ბრძოლისთვის კარგად მოვემზადე, ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშისას რაიმე განსაკუთრებული ვცადეთ. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ამ ყველაფერში გურამ ქუთათელაძეც დამეხმარა, რადგან სტილით ვოლკანოვსკის ძალიან წააგავს. მოუთმენლად ველი ბრძოლას", - განაცხადა თოფურიამ.

altთოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა

მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ

alt"გვარი-თოფურია მსოფლიო გამარჯვების სინონიმად იქცევა" - ილიას პოსტი სოციალურ ქსელში

altთოფურია/ვოლკანოვსკი - დვალიშვილი/სეჰუდო - ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ილიას ასეთი ტონი ბრძოლისწინა ტაქტიკით არის გამოწვეული ცდილობს გააღიზიანოს მეტოქე, მარკეტინგულად საინტერესო ტიპი გახდეს და ამავე დროს აჩვენოს, მოწინააღმდეგეს რომ თვითონ თავდაჯერებულია! ეს ტონი არ ნიშნავს რომ ბაქიაა ან ვოლკანოვსკის პატივს არ სცემს. დარწმუნებული ვარ პატივსაც სცემს და ძალიან ფრთხილ ბრძოლად ჩაატარებს და შეეცდება ქულებით მოუგოს!!! ილია და მერაბი წარმატებები ბიჭებო!! თქვენს გვერდით მთელი საქართველო და ესპანეთია!!!!!!
Pepelu
14:54 08-02-2024
1
ილია ცოტას ხო არ ბაქიბუქობ, მესმის ძლიერი და წარმატებული ხარ მაგრამ ეგ ლაპარაკი ცუდად არ დაგხვდეს წინ. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები
რაბუ
12:56 08-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული