"არადა, ძალიან მიხდება" - თოფურია და ვოლკანოვსკი ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.

"როგორც წესი, არავის აძლევენ უფლებას გაჩემპიონებამდე. ზუსტად ეს სხვაობაა ჩემსა და სხვებს შორის" - განაცხადა ილიამ.

ფოტოსესიის მსვლელობისას სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ვოლკანოვსკიც მივიდა და ხუმრობით რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, აღსანიშნავია, რომ მებრძოლები ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის უდიდესი პატივისცემა იგრძნობა, რაც ინტერვიუების მსვლელობისას დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებშიც იგრძნობა.

ალექსი: სანამ დრო
გაქვს, ბოლომდე ერთობი, არა?

ილია: არადა, ძალიან მიხდება.

ალექსი: კი, კი, შეგიძლია ახლა გეკეთოს.

ილია: ვაპირებ გადავიღო რამდენიმე ფოტო.

ალექსი: ახლა გადაიღე რამდენიმე ფოტო, მერე აღარ გექნება.

ილია: მე ვგეგმავ, რომ ახლაც მქონდეს და მერეც.

ალექსი: როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?

ილია: კარგად, მიხდება?

ალექსი: დიახ.

შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

თარგმანი აღებულია Fight Night Georgia-სგან
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტა ვცდებოდე მაგრამ ცოტა ნაადრევი ხომ არ იყო ასეთი რანგის მებრძოლთან დაპირისპირება? მხოლოდ სამი მარცხი აქედან ორი მახაჩევთან-ფაუნდ ფორ ფაუნდის ნომერ 3-ე მებრძოლი ერთი ეგაა როომ მალევე გამოდის ილიასთან. ილიასნაირი კარგი რეზიუმე ბევრ მებრძოლს ააქვს, მაგრამ ასეთებზე ასეთ პატარა ასაკში დიდად არ იწევენ. რავიცი რავიცი ილიამ თუ ეს ბრძოლა დადო სრული საგიჟეთი იქნება. წარმატებები მას და მერებს. იმედია, მაგარი დღე გამოვა.
იბერია
14:46 15-02-2024
1
ისე მაგარი ჯიგარი ჩანს ვოლკანოვსკი :))))
თაზო
15:24 15-02-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული