"იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია" - ჩემპიონის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცი რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ! შემომხედეთ ახლა! საკუთარი უნარების მჯერა და ამისთვის მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ყოველთვის
ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება", - განაცხადა თოფურიამ ბრძოლის შემდეგ.

alt"ვაიმეე, ბოდიშით რა... ეს რა იყო?" - ბექაური თოფურიას გამარჯვების შემდეგ გაგიჟდა [VIDEO]

alt"მომიყვანეთ ახლავე!" - მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ შონ ო'მალის მიმართა [VIDEO]

altილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altცუკერბერგსაც გაესაუბრა და აღაფრთოვანა - მერაბის მაგარი მომენტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთო, ამ ბიჭმა რა ჭკვიანური სიტყვები თქვა. არავინ გჭირდება, საკუთარი თავი და შრომა. გამარჯვებებით გევლოს ყოველთვის.
რიმა
16:32 18-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული