რაულ თუთარაული BRACE CF-ის სატიტულო ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი მებრძოლი რაულ თუთარაული (34-8), Brave CF-ის სატიტული ბრძოლაში, ყირგიზ აბდისალამ კუბანიჩბეკთან (22-3) მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შედეგმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, ნაწილი თვლის, რომ ახლო ბრძოლა იყო და შეიძლებოდა გამარჯვება რაულისთვის მიეცათ.

რაულს მესამე რაუნდის ბოლოს, ბრძოლის ნაადრევად დასრულების შანსი ჰქონდა, თუმცა ყირგიზი სპორტსმენი თუთარაულის დარტყმებს მაინც გადაურჩა.

მებრძოლებმა მე-4 რაუნდში ძლიერი დარტყმები გაცვალეს და მაყურებელს ლამაზი სანახაობა აჩუქეს, ყველაფერი კი მე-5 რაუნდში გადაწყდა.

თუთარაულმა სატიტულო ბრძოლა, ბრაზილიელ ანდრეი ავგუსტოსთან (16-7) მტკივენული ილეთით გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

რაულ თუთარაულს გუშინდელ ბრძოლმადე 4
დღიანი პაუზა ჰქონდა, საერთო ჯამში კი ეს მისთვის 42-ე ბრძოლა გახლდათ.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ თუთარაულს ეს ბრძოლა მსაჯებმა მოუგეს. არანაირი უპირატესობა მის მეტოქეს არ ქონდა.
0

სიახლეები პოპულარული