მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
15 სექტემბერს, UFC-ის მეორე ქართული ქამარი მერაბ დვაილიშვილმა (18-4) მოიპოვა. ქართველი ,,მანქანა” ჩემპიონობის დღიდან ქართველ გულშემატკივარს პირდებოდა, რომ მალე სამშობლოში იქნებოდა და ყველა ერთად ვიზეიმებდით ქართულ UFC-ის ქამარს. მერაბ დვალიშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდა. მერაბს აეროპორტში გულშემატკივარებმა, დიდი დახვედრა მოუწყეს. 18:00 საათიდან კი, გულშემატკივარს ფილარონიის საკონცერტო დარბაზთან შეხვდება.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონობა ამერიკელ შონ ომალის (18-2) წინააღმდეგ მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბოლო ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მერაბი უმარ ნურმაგომედოვს (18-0) დაუპირისპირდება.
ქართველი ჩემპიონი უკვე საქართველოშია და გამარჯვებას ქართველ ხალთან ერთად აღნიშნავს
ვიდეო: მთავარი არხი
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა