მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
15 სექტემბერს, UFC-ის მეორე ქართული ქამარი მერაბ დვაილიშვილმა (18-4) მოიპოვა. ქართველი ,,მანქანა” ჩემპიონობის დღიდან ქართველ გულშემატკივარს პირდებოდა, რომ მალე სამშობლოში იქნებოდა და ყველა ერთად ვიზეიმებდით ქართულ UFC-ის ქამარს. მერაბ დვალიშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდა. მერაბს აეროპორტში გულშემატკივარებმა, დიდი დახვედრა მოუწყეს. 18:00 საათიდან კი, გულშემატკივარს ფილარონიის საკონცერტო დარბაზთან შეხვდება.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონობა ამერიკელ შონ ომალის (18-2) წინააღმდეგ მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბოლო ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მერაბი უმარ ნურმაგომედოვს (18-0) დაუპირისპირდება.
ქართველი ჩემპიონი უკვე საქართველოშია და გამარჯვებას ქართველ ხალთან ერთად აღნიშნავს
ვიდეო: მთავარი არხი
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
ყოჩაღ მერაბ! ძალიან სათაყვანო და სამაგალითო ქართველი ხარ. რუსებს და გრუზინებს მაგრა აღიზიანებ, მაგრამ მაგათზე მაღლა დგეხარ.
გიყვარს საქართველო და საქართველოს შვილი ხარ.
ეხლა მრავალგზის ჩემპიონობას გისურვებ!
არ გაჩერებულიყავი, მანქანავ )
გიყვარს საქართველო და საქართველოს შვილი ხარ.
ეხლა მრავალგზის ჩემპიონობას გისურვებ!
არ გაჩერებულიყავი, მანქანავ )