"წაგებას არ ვიმსახურებდი, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა.

"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება
და 0 მარცხი იყო.

altარის! მერაბ დვალიშვილმა რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ეს ბიჭი მეტნაკლებად ღირსეული ჩანდა ბრძოლამდე და იმდენად უღირსად მიიღო მარცხი, რომ აჩვენა თავისი სახე და პატივისცემა დაკარგა ყველანაირი. ურიგო მებრძოლი არაა და კარგია, რომ მერაბმა ადრევე მიუჩინა ადგილი. მერაბმა ამ ტიტულით ტკბობის თითოეული წამი დაიმსახურა თავისი განვლილი გზით. ესაა განსხვავება მასსა და უსამშობლო ლეკს შორის, რომელსაც ბიძამ ბავშვობიდანვე ბრძოლა ასწავლა, ბიძაშვილმა გზა გაუკვალა და საჩემპიონო ბრძოლა ლანგრით მიართვეს. აწი, სანამ რევანშს მოითხოვს, ჯერ სტერლინგი, ალდო, იანი, სეხუდო და ო'მალი დაამარცხოს.
ლაშა
02:33 20-01-2025
0
უმარ გამოექანე ღრუსისტწნის იმპერიის " უკიდეგანო" ტრამალებიდან და დაგვენარცხე ფერსათის მთაზე რატო ფერსათის მთაზე? იმიტომ რომ ქვედა იმერლები და მერაბი მიგიხვდებიან რატომაც
აკინ
23:22 19-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული