"შონი გამოვა და მერაბს ნაწილებად დაშლის" - ო'მალის მწვრთნელი

AutoSharing Option
UFC-ის მებრძოლის, შონ ო'მალის მწვრთნელმა ტიმ უელჩმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც უელჩმა Home of Fight-ის პოდკასტში განაცხადა, დვალიშვილმა ნურმაგომედოვი არც ისე დამაჯერებლად დაამარცხა და თუ ო'მალის დვალიშვილთან რემატჩის შანსი ექნება, "შუგა" მას აუცილებლად დაამარცხებს.

"თუ ბრძოლას უყურეთ, დაინახავდით, რომ ძალიან ახლო დაპირისპირება იყო. აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ ყველაფერი სხვა გზით წასულიყო.

მერაბთან შემდეგ ბრძოლაში შონისგან ნამდვილ მეომარს იხილავთ. "შუგა" გამოვა და მერაბს უბრალოდ ნაწილებად დაშლის", - განაცხადა უელჩმა.

შეგახსენებთ, დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონობა
გასული წლის 15 სექტემბერს, ლას ვეგასში, UFC 306-ზე, სწორედ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. 

altდვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

alt" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

alt"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო ორი რაუნდი,მაგომედოვი მხოლოდ ბრძოლის დროზე დამთავრებაზე ოცნებობდა,მერაბი კი,თან ჩხუბობდა,თან მეზობლებთან ჭორაობდა და მგონი გაზეთის წაკითხვაც კი უნდოდა.რაკი ნოკაუტებს არ უკეთებს,ზოგიერთს ჰგონია,სუსტიაო.
სოსო
16:24 30-01-2025
0
ყოველთვის არსებობს გეგმა, სანამ ყბაში ძლიერად არ მოგხვდება!
ვახო...
17:08 30-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული