"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

AutoSharing Option
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იმის შესახებ დაწერა, თუ რატომ იმყოფება თავის სამშობლოში.

როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანი საქართველოში MMA-ს რამდენიმე დარბაზის გახსნაა და ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. 

"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე.

მე ვარ ჩვენს სამშობლეზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის
ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი MMA-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა MMA-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა.

მინდა, შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში MMA-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს, რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შეაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდნონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი MMA-ს მებრძოლების რაოდენობა UFC-ში. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მოვინახულე რამდენიმე არსებული MMA-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე MMA- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა.

ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, რომელსაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი MMA-ს განვითარები გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC-ის საქართველოში ჩატარების საკითხებზეც", - წერს დვალიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ყველაფერს რატომ უკავშირებთ პოლიტიკას, კაცი კაცს ხელს ვეღარ ართმევს,რა უბედურებაა ეს. რატომ ყოფთ ერს შუაზე,რის მიღწევას ცდილობთ ამით. ქართველები ვართ კავკასიელები,სხვა იდენტობა და კულტურა გვაქს. ჩვენ ვერც ვერავინ გაგვაფრანგებს და ვერც ვერავინ გაგვარუსებს. ჩვენს კალათბურთელებს,მორაგბეებს.ფეხბურთელებს,ძიუდოისტებს და სხვა ათლეტებს, რომ ვუყურებ გული სიამაყით მევსება, როგორი ბრძოლით ამარცხებენ მოწინააღმდეგეებს და ამით რამდენ ქვეყანაზე წინ ვართ.ამ ხალხს ვერავინ მოერევა. ნუ ვჭამთ პოლიტიკის გამო ერთმანეთს. გონს მოვუხმოთ. ვისწავლოთ,ვიშრომოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
Რერო
16:32 22-02-2025
6
კაცთმოძულე იდიოტი ლიბერალები!!!
Pepelu
19:04 22-02-2025
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული