დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგი შესაძლო მეტოქე დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის მორიგ შესაძლო მეტოქეზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დვალიშვილსა და შონ ომალის სურვილია, რომ მათ შორის განმეორებითი დაპირისპირება შედგეს.

"მათ სურთ ერთმანეთთან ჩხუბი. ვფიქრობ, გულშემატკივრებს სურთ, რომ ისინიც შეხვდნენ განმეორებით მატჩში", - ციტირებს უაითს UFC-ის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ მებრძოლთა პირველი შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში UFC 306-ის ტურნირზე გაიმართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სატიტულო ქამარი პირველად ირგუნა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იანი-ომალი ჯერ და შემდეგ მერაბი.
ალექს
14:27 25-02-2025
0
ო,მალის ჰგონია მაგომედასთან ბრძოლის შემდეგ ძალა გამოეცალა მერაბს.
მიდი
18:38 25-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული