ყველაზე მოდურები - რასელ უესტბრუკი და დანარჩენები...

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" კალათბურთელი რასელ უესტბრუკი ამერიკული ჟურნალის Sports Illustrated-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მოდურ სპორტსმენად დასახელდა.

რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ვიქტორ კრუზი, მესამე ადგილი დაიკავა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა.

პირველ ათეულში NBA-ის კიდევ ოთხი კალათბურთელია წარმოდგენილი: ლებრონ ჯეიმსი (მე-5 ადგილი), დუეინ უეიდი (7) და ანდრე იგუოდალა (9).

ასევე ათეულში შედიან ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰემილტონი (8), ჰოკეისტი ჰენრიკ ლუნდკვისტი (6) და ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი (4) და მარია შარაპოვა (10).

ფეხბურთელებს შორის საუკეთესო გახდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მე-11 ადგილი
დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული