მიზეზი, რის გამოც ედინ ჯეკო სუპერფორვარდი გახდა [PHOTO]

AutoSharing Option
ამრა სილაჯიჩი "რომას" ფორვარდის, ედინ ჯეკოს ცოლია.

სილაჯიჩი ბოსნიელი მოდელია, რომელმაც 16 წლის ასაკში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი მოიგო და სამუშაოდ პარიზში წავიდა.

შემდეგ კი ამრა ბოსნიელ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და მისგან ახლა ქალიშვილი სოფია ჰყავს. წყვილი 2007 წელს დაშორდა.

სექსუალური მოდელი დიდი ხანი ვერ პოულობდა სიყვარულს და შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც მუსიკალურ კლიპებსა და ფილმებში იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მაშინ ამრა კომპიუტერული თამაშის, Resident Evil: Revelations-ის გმირის პროტოტიპი გახდა.

ხოლო "რომას" ბოსნიელ ფორვარდთან, ედინ ჯეკოსთან შეხვედრის შემდეგ ამრას ცხოვრება
რადიკალურად შეიცვალა. წყვილმა ქორწილი გამართა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე დასახლდა.

ამრამ ედინს ქალიშვილი გაუჩინა და სამოდელო კარიერა დაასრულა. ჯეკოსთვის კი ლამაზმანთან შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდა მის კარიერაში - მან უმალვე საუკეთესო სეზონი ჩაატარა, "რომას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული