ამ ქალის გამო ბუღალტერმა ინგლისურ კლუბს ფული მოჰპარა... ის დააკავეს

AutoSharing Option
ბუღალტერმა ენდრიუ ბარნბრუკმა, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბ "ფაილდში" მუშაობდა, გადაწყვიტა, გუნდის ხარჯზე პორნომოდელთან დრო ეტარებინა.

The Sun-ის ინფორმაციით, 37 წლის ბარნბრუკმა ინტერნეტში 24 წლის ვებმოდელი ვიქტორია სინკლერი იპოვა და მისი მომსახურება და საჩუქრები კლუბის ფინანსებით გადაიხადა.

ენდრიუმ კლუბის ანგარიშიდან 250 000 ფუნტი მოიპარა და თითქმის მთელი ეს ფული ვიქტორიაზე დახარჯა. მოპარული თანხის ნაწილი ბუღალტერმა აზარტულ თამაშებზე დახარჯა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი კლუბს 16 თვის განმავლობაში ძარცვავდა. ის უკვე დააპატიმრეს და თაღლითობაში დასდეს ბრალი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ძალიან გაუბერიათ კაცო.ეგ შემთხვევით კაკტუსს თუ წამოედო,გრუხუნით გასკდება.
სოსო
16:37 07-03-2019
0

სიახლეები პოპულარული