The Sun-ის ინფორმაციით, 37 წლის ბარნბრუკმა ინტერნეტში 24 წლის ვებმოდელი ვიქტორია სინკლერი იპოვა და მისი მომსახურება და საჩუქრები კლუბის ფინანსებით გადაიხადა.
ენდრიუმ კლუბის ანგარიშიდან 250 000 ფუნტი მოიპარა და თითქმის მთელი ეს ფული ვიქტორიაზე დახარჯა. მოპარული თანხის ნაწილი ბუღალტერმა აზარტულ თამაშებზე დახარჯა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი კლუბს 16 თვის განმავლობაში ძარცვავდა. ის უკვე დააპატიმრეს და თაღლითობაში დასდეს ბრალი.