გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო ტურნირი ჩაატარა.
"ბოლრუმის" პარტნიორობით დ კომპანია "ზედაზენის" მხარდაჭერით ცენტრმა ბოულინგის მედიატურნის უმასპინძლა. ტურნირის სპეციალური პარტნიორი იყო სპორტული ამუნიციის რეალიზატორი, მაღაზია SPX, რომელიც სავაჭრო ცენტრ "გალერეაში" მდებარეობს და რომელმაც სპეციალური პრიზები დააწესა გამარჯვებულთათვის.
"ზედაზენის" გამაგრიებელმა სასმელმა "არსი კოლამ" გარკვეული სიგრილე შეიტანა გახურებულ და დაძაბულ ტურნირში, რომელმაც ტრადიციულად უშეღავათო, თუმცა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა და დამსახურებული გამარჯვებულებიც გამოავლინა.
ტურნირი ორ ფრეიმად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო.
ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ჰყავდა "რუსთავი
2"-ს, რომელმაც პირველი ფრეიმი 541 ქულით მოიგო. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია 420 ქულით მეორეზე გავიდა. მესამე იყო საკალათბურთო კლუბი "დელტა". ეს სამი გუნდი ბოლო 4 მედიატურნირიდან სამის გამარჯვებულია.
ფინალში საუკეთესო იყო გუნდი 3+1, რომელმაც 487 ქულა აიღო. "დელტა"460 ქულით მეორეზე გავიდა.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს და ზემოთნახსენებ კომპანიებს და ირგანიზაციებს გვერდში დგომისთვის.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია