სუპერმოდელს ჰგავს, მაგრამ ექიმია - უკრაინელი ფეხბურთელის მომავალი ცოლი [PHOTO]

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას თანაგუნდელმა, დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა ალეკსანდ ზუბკოვმა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პარიზში თავის მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა.

ფეხბურთელი მომავალ სეზონს უნგრული "ფერენცვაროშის" ღირსებას დაიცავს, აქ კი მას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ლაშა დვალი დახვდება.

ჯერჯერობით უცნობია, წავა თუ არა უნგრეთში მასთან ერთად მისი მომავალი მეუღლე ანა.

საქმე იმაშია, რომ ანა ექიმია.

ქერა ლამაზმანმა ხარკოვის ეროვნული ფარმაცევტული უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ლაბორატორიაში ექიმად მუშაობს.

გარდა ამისა, ანას თავისი საცურაო კოსტიუმების ხაზი აქვს და საკუთარ ბრენდს თავის "ინსტაგრამზე" ხშირად
არეკლამებს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული