ცნობილმა მოთხილამურე ლინდსი ვონმა ყოველკვირეულ ჟურნალ Sports Illustrated-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის თებერვალში სპორტსმენმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამიტომ ახლა მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სხვადასხვა გამოწვევაზე უარს არ ამბობს.
ვონი 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონია სლალომში, მსოფლიოს თასის ოთხგზის (2007/08, 2008/09, 2009/10 და 2011/12) გამარჯვებულია.
ვონი საკმაოდ დიდი ხანი ხვდებოდა გოლფის ვარსკვლავ ტაიგერ ვუდს, თუმცა წყვილი 2015 წელს დაშორდა.