"ბარსელონას" ვარსკვლავი ცოლს დაშორდა და ფიტნეს-მოდელთან გააბა რომანი [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკვლავმა არტურო ვიდალმა კოლუმბიელ ფიტნეს-მოდელთან რომანი გააბა.

სონია ისაზამ ფეხბურთელის გული დაიპყრო და წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად არის.

ისაზა ცნობილი ფიტნეს-მოდელია და "ინსტაგრამზე" 2.6 მლნ გამომწერი ჰყავს. გარდა ფიტნესისა, სონია კიკბოქსინგითაცაა დაკავებული.

წყვილი ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს.

ლათინოამერიკული პრესა ამტკიცებს, რომ სონია და ვიდალი ჯერ კიდევ იანვრის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. სწორედ მაშინ დაშორდა ვიდალი ცოლს, მარია ტერეზას.

ისაზამ უკვე მოასწრო ვიდალის კატალონიურ სახლში გადასვლა და არაერთი ფოტოც გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ვიდალს, ჩილელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ბარსელონას" მაისურით 53
მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვიდალის ანგარიშზე ჩილეს ნაკრებში 107 მატჩში გატანილი 26 გოლია.

Sportall.Ge

altრუსი ქალი, რომელსაც ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ფიტნეს-მოდელად თვლიან [PHOTO]

altუკრაინელი ფიტნეს-ინსტრუქტორი და კიევის "დინამოს" ფანი-ლამაზმანი [PHOTO]

altფიტნესის ბრაზილიელი დედოფალი, რომელმაც თავისი აღნაგობით 1 მლნ ხელმომწერი დააგროვა [PHOTO]

altნატაშა ტომსენი - "ბეშიქთაშის" ყველაზე სექსუალური ფანი და ფიტნესის ქალღმერთი [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული